ევროპული კომისია ადამიანის უფლებათა დაცვის გეგმას დადებითად აფასებს

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით შეიქმნა, აგრეთვე სტრატეგიის საფუძველზე მიღებული სამოქმედო გეგმა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სტარტეგია უზრუნველყოფს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების, თანასწორობის უზრუნველყოფა და უმცირესობათა უფლებების დაცვას.

კომისია დადებითად აფსებს, აგრეთვე, 2009-2014 წლების შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტერგაციის ეროვნულ კონცეფციას, რომლის შემუშავებაში, სხვა უწყებებთან ერთად, იუსტიციის სამინისტროც მონაწილეობდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონცეფციას მიმართულია ეთნიკური უმცირესობების ინტერგაციის გაძლიერებაზე. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია მიიჩნევს, რომ  ამ მიმართულებით საქართველომ სწორი და ეფექტური ნაბიჯები დაგადგა და განსაკუთრებით მიესალმება  ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების კუთხით განხორციელებულ აქტივობებს.

ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის შესწავლის საქმეში ასევე აქტიურადაა ჩართული იუსტიციის სამინისტრო და მისი სამსახურები – სერვისების განვითარების სააგენტო და იუსტიციის სასწავლო ცენტრი. თეა წულუკიანის  პირადი ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებში ქართული ენის შემსწავლელი პროგრამები ფუქნციონირებს. სწავლებას იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები უძღვებიან, რომლებმაც არაქართველი მოქალაქეებისათვის ქართული ენის სწავლების სპეციალური მეთოდი შეიმუშავეს.

იუსტიციის სამინისტრო ქართული ენის სწავლების კურსების ორგანიზებას ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობისათვის მომავალშიც გეგმავს.

 

banner
წინა სტატიაში3 მარტიდან, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს
შემდეგი სტატიაცენტრალური ბაზრის მოვაჭრეები დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ