3 მარტიდან, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, 4 მარტამდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

“ზოგან აღმოსავლეთის მიმართულებით ქარი და ჰაერის მაქსიმალური 27-28 გრადუსამდე მოიმატებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დღეს და ხვალ, ღრუბლიანი ამინდია, უმეტესად უნალექოდ, ნისლი, ხოლო მაქსიმალური ტემპერატურა, 16-18 გრადუსი”, – აცხადებენ სააგენტოში.

3 მარტიდან, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ვისაც უნდა დამკითხოს, სადაც უნდა იქ მივალ, რა დოკუმენტებსაც უნდათ იმ დოკუმენტებს მივიტან
შემდეგი სტატიაევროპული კომისია ადამიანის უფლებათა დაცვის გეგმას დადებითად აფასებს