ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეები დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ

 

aqciaaaცენტრალური ბაზრის მოვაჭრეები დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ. მათ ბაზრის წინ საავტომობილო გზა გადაკეტეს, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცავების მოთხოვნით გზა გაათავისუფლეს.

მოვაჭრეები შესასვლელთან არსებული დახლების შესაძლო დაშლას აპროტესტებენ. ბაზრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების განმარტებით, ქალაქის მერიისგან კონსტრუქციის დაშლის შესახებ განკარგულება მიიღეს. მათივე თქმით, თვითმმართველობა კონსტრუქციის დასაშლელად 2 დღეს აძლევს.

“ბაზრის ადმინისტრაციას კონსტრუქციის დაშლის უფლებას არ მივცემთ, ჩვენ სად წავიდეთ… აქციებს არ შევწყვეტთ. ადმინისტრაცია თუ არ დაშლის კონსტრუქციას-დააჯარიმებენ, მათ ამის თანხა არა აქვთ”,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის მერიამ ბაზრის მიმდებარე ტერიტორია (250 კვ/მ) აუქციონის წესით იჯარით გასცა. აუქციონი პირობიანი იყო და ახალმა მეპატრონემ ადგილობრივ ბიუჯეტში წლიურად 67 ათასი ლარი უნდა შეიტანოს. ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორია კანონიერად გასხვისდა და აქამდე, აღნიშნული ტერიტორიიდან, სადაც მოვაჭრეები ათეული წლებია მუშაობენ, ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა არ ირიცხებოდა.

banner
წინა სტატიაშიევროპული კომისია ადამიანის უფლებათა დაცვის გეგმას დადებითად აფასებს
შემდეგი სტატიაევროპული კომისია იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით განხორციელებულ რეფორმებს დადებით შეფასებას აძლევს