“ევროპის უნივერსიტეტში” სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

“ევროპის უნივერსიტეტში” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით მე-7 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, “ბიზნესისა და ტექნოლოგიების თანამედროვე გამოწვევები – 2020“ ჩატარდა.

პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, კონფერენცია დისტანციურად ჩატარდა და მასში “ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

კომპეტენტურმა ჟიურიმ კონფერენციაზე სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი გამოავლინა, რომელთა სტატიები “გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლმების კვლევითი ინსტიტუტის სამცნიერო ნაშრომების კრებულში“ გამოქვეყნდება.

ღონისძიების ბოლოს ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაზე: ზოგჯერ გვიწევს მსხვერპლიც გავიღოთ და დემოკრატიის ხარისხის სასარგებლოდ მივიღოთ გადაწყვეტილებები, ბევრი რამ მოვითმინოთ და ავიტანოთ
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: ვიდრე ოპოზიცია პარლამენტში შევა, მანამდე „ქართულმა ოცნებამ“ ცუდად ჩატარებული არჩევნების გამო, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს