მამუკა მდინარაზე: ზოგჯერ გვიწევს მსხვერპლიც გავიღოთ და დემოკრატიის ხარისხის სასარგებლოდ მივიღოთ გადაწყვეტილებები, ბევრი რამ მოვითმინოთ და ავიტანოთ

„ისეთ რთულ პერიოდში, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ მსოფლიოს დაატყდა თავს პანდემიის სახით, ამ გუნდმა შეძლო პრობლემებთან გამკლავება. ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ იგივე გუნდი შეძლებს პოსტკრიზისულ პერიოდში კარგად გაუმკლავდეს კრიზისის შედეგად მიღებულ ნეგატიურ შედეგებს.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გვეუბნებიან, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხმის პარალელური დათვლის მონაცემებია გაყალბებული; სადაც პასუხს გთხოვენ ისეთ რაღაცაზე, რომელიც არათუ დაგიშავებია, არამედ ყველაფერს აკეთებ ამ რაღაცის აღმოსაფხვრელად, თუმცა როცა სასწორის ორი პინიდან ერთზე დემოკრატიის მაღალი ხარისხი დევს და მეორე მხარეს ეს ყოველდღიური დაბრალებები, ზოგჯერ გვიწევს მსხვერპლიც გავიღოთ და დემოკრატიის ხარისხის სასარგებლოდ მივიღოთ გადაწყვეტილებები, ბევრი რამ მოვითმინოთ და ავიტანოთ“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან მიმდინარე პერიოდის 3 ძირითადი გამოწვევა დაასახელა: პანდემია, პანდემიის გავლენით დასუსტებული ეკონომიკა და პოლიტიკური ვირუსი „ნაცმოძრაობის“ სახით.

„განსაკუთრებით აგრესიული აღმოჩნდა „ევროპულ საქართველოდ“ წოდებული პოლიტიკური შტამი, რომელიც სწრაფად ცდილობს გავრცელებას ოპოზიციაში, თუმცა მგონია, რომ ამის შეკავებასაც დროულად შევძლებთ. თუ კრიზისში შევძლით, რომ სისტემამ, ხელისუფლებამ გაუძლო და თავი გაართვა პრობლემების ჯერ იდენტიფიცირებას, ხოლო შემდეგ გადაჭრას, ვფიქრობ, პოსტკრიზისულ პერიდოში გაცილებით სწრაფი ტემპით შევძლებთ განვითარებას. ჩვენ ეს პრობლემა ამავე დროს უნდა განვიხილოთ შესაძლებლობად. ეს ჩვენი ფრაქციის საერთო განწყობაა. ჩვენ ვენდობით მთავრობის წარმოდგენილ გუნდს“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიბექა ოდიშარია: მომავალი წლის პირველი ნახევარი გამოვაცხადოთ კულტურის პრობლემების შესწავლის პერიოდად, ხოლო დარჩენილი წელიწადი გამოვაცხადოთ კულტურის წლად
შემდეგი სტატია“ევროპის უნივერსიტეტში” სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა