ალეკო ელისაშვილი: ვიდრე ოპოზიცია პარლამენტში შევა, მანამდე „ქართულმა ოცნებამ“ ცუდად ჩატარებული არჩევნების გამო, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს

„არ მინდა, ვინმეს თითის ქნევით ველაპარაკო, მაგრამ პროცესი გამოაჩენს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შევა. უნდა შევიდეთ, ხალხმა ხმა იმისთვის მოგვცა, რომ პარლამენტში ვიმუშაოთ. მაგრამ ვიდრე შევალთ, იმ ცუდად ჩატარებული არჩევნების გამო „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს. ორი თვე მაგიტომ ვიბრძვით. უკან დავახევინეთ „ქართულ ოცნებას“, მოდით, ნუ ჩავყრით წყალში. გუშინ იცი რა გვითხრა კელი დეგნანმა? ცოტა დაფიქრდითო. ამ ქვეყნის მთავარი პრობლემაა, რომ სულ ყალბდება არჩევნები, ყველა აზრი, ყველა ფიქრი, რამაც შეიძლება გააჯანსაღოს საარჩევნო სივრცე, მაგიდაზე დავაწყეთ. ელჩების ძალისხმევით და მძვინვარე აქციებით „ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯები უკან გადადგა და თქვა – კი ბატონო, ამ საარჩევნო წესებზე მოვდივარ. ეს ცოტა ამბავია? ამით რომ ქვეყანა ამოისუნთქავს, ვის ეპატარავება ეს ამბავი? 30 წლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები პატიოსნად ტარდებოდეს“, – განაცხადა ალიკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ევროპის უნივერსიტეტში” სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა
შემდეგი სტატიაკობახიძე: თაკო ჩარკვიანი ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა, არ ვიცი, მაგრამ სრული არასერიოზულობაა