ევროპის ჩემპიონი დავით კვარაცხელია საქართველოში ჩამოვიდა

რალის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული დავით კვარაცხელია საქართველოში ჩამოვიდა და ჩემპიონის თასი ჩამოიტანა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩემპიონს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის წარმომადგენლები, აფხაზეთიდან დევნილები და მეგობრები დახვდნენ.
აფხაზეთიდან დევნილი დავით კვარაცხელია ბულგარეთში მოღვაწეობს და იგი მრავალი ტიტულის მფლობელია, მათ შორის ბალკანეთის თასის გამარჯვებული.
2017 წლის 17-18 ნოემბერს, პორტუგალიაში გამართულ რალის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტული კლუბი „სტაიკოვ რეისინგ ჯორჯია“-ს წევრებმა დავით კვარაცხელიამ და პლამენ სტაიკოვმა ERT -2 კლასში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. მათ საგრძნობი უპირატესობით დაამარცხეს მე-2 და მე-3 ადგილზე გასული ეკიპაჟები.
დავით კვარაცხელია აფხაზეთიდან დევნილია. ის თავის ყველა გამარჯვებას სოხუმსა და სოხუმელებს უძღვნის, ხოლო ავტომობილზე სიამაყით უწერია „SOKHUMI-GEORGIA“.

banner
წინა სტატიაში22 ნოემბრის სპეცოპერაცია-FBI-ს ექსპერტები საქართველოში ჩამოვიდნენ-იან კელი
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველო” განათლების მინისტრს მიმართავს