22 ნოემბრის სპეცოპერაცია-FBI-ს ექსპერტები საქართველოში ჩამოვიდნენ-იან კელი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, FBI-ს ექსპერტები საქართველოში ჩამოვიდნენ და ეხმარებიან ქართველ სამართალდამცავებს.

ელჩის ინფორმაციით, ისინი ქართველ სამართალდამცველებს დღეს შეხვდებიან და ბერი გაბრიელ სალოსი ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მიქმედებების ჩატარებაში დაეხმარებიან.

“როგორც ვიცი, დღეს სუს-ში უნდა გაიმართოს პრესკონფერენცია, სადაც ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი,” – აცხადებს იან კელი.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო ბრიფინგი სუს-ში
შემდეგი სტატიაევროპის ჩემპიონი დავით კვარაცხელია საქართველოში ჩამოვიდა