ევროპაში “ასტრა-ზენეკას” არ უწევენ რეკომენდაციას მათთვის, ვისაც სისხლის იშვიათი დაავადებები აქვთ

ევროპის წამლების სააგენტო ევროპის მოქალაქეებს, რომელთაც სისხლის იშვიათი დაავადება აქვთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა “ასტრა-ზენეკას” გაკეთებას არ ურჩევს. საუბარია კონკრეტულად კაპილარული ჟონვის სინდრომზე. ეს ინფორმაცია პრეპარატის აღწერას უნდა დაემატოს – უთითებს სააგენტო.

გარდა ამისა, ევროპის წამლების სააგენტო აანალიზებს სხვადასხვა ვაქცინით აცრილებს შორის მიოკარდის (გულის კუნთების ანთების) შემთხვევებს – “დოიჩე ველე” წერს.

მსოფლიო პანდემიას სხვადასხვა მეთოდებით ებრძვის. სულ დედამიწაზე კოვიდ-19-ის დაახლოებით 175 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებულთაგან დაახლოებით 3,8 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, 159 მილიონი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა – ასეთია 11 ივნისის სტატისტიკა.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ძალოვანების პირადი მონაცემების გავრცელებაზე სასჯელი გაამკაცრა
შემდეგი სტატია„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციით შეხვედრა იმართება