პუტინმა ძალოვანების პირადი მონაცემების გავრცელებაზე სასჯელი გაამკაცრა

რუსეთში ძალაში შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში შესული შესწორებები, რომელიც ძალოვანი უწყების წარმომადგენლის პირადი მონაცემების გავრცელებაზე პასუხისმგებლობას ამკაცრებს – შესაბამის განკარგულებას11 ივნისს მოაწერა ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
ძალოვანების ან მათი ნათესავების პირადი მონაცემების გავრცელება, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს არის მიღებული, ახლა 4 თვით თავისუფლების აღკვეთით, 200 ათასი რუბლით ან იძულებითი 480 საათი მუშაობით დაისჯება.მონაცემების გავრცელება, რომელიც კომერციულ, საგადასახადო ან საბანკო საიდუმლოს ეხება, ზოგიერთ შემთხვევაში 3 ან 4 წელი ციხით დაისჯება. საუბარია შეთანხმების გარეშე გავრცელებაზე – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშინანატრი ევრო 2020 დაიწყო – თურქეთი და იტალია ხვდებიან ერთმანეთს
შემდეგი სტატიაევროპაში “ასტრა-ზენეკას” არ უწევენ რეკომენდაციას მათთვის, ვისაც სისხლის იშვიათი დაავადებები აქვთ