ევროპა უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფს აგზავნის

ევროპის კავშირი უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად ექსპერტთა ჯგუფს აგზავნის, რომელსაც ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის დირექტორის ყოფილი მოადგილე და ამჟამად საადვოკატო ბიურო Nove-ს მთავარი მრჩეველი – ერიკ ხელდნა უხელმძღვანელებს.

ევროკავშირის ინიციატივით (EU Anti-Corruption Initiative in Ukraine (EUACI)) შექმნილი  ანტიკორუფციული ჯგუფის მთავარი მიზანი, ,,უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს (НАБУ) თანამშრომელთა გაწვრთნა და 2017-2019 წლებში, უკრაინაში კორუფციის ხვედრითი წილის შემცირებაა,, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკავშირის ამ ინიციატივას, დანიის განვითარების სააგენტო და ესტონეთის საგარეო უწყების თანამშრომლობის განვითარების ფონდი დააფინანსებენ. ექსპერტთა ჯგუფში, რომელსაც ხელდნა უხელმძღვანელებს, გამოცდილი პოლიციელები, საბაჟოს და სასაზღვრო სამსახურის გამოცდილი თანამშრომლები იქნებიან, რომლებიც უკრაინაში კორუფციასთან მებრძოლ НАБУ-ს თანამშრომლებთან ერთად დაგეგმავენ მომზადების პროგრამას, რომელიც  კიევსა და ტალინში განხორციელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ერიკ  ხელდნა, რომელსაც ესტონეთის სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის 20 წლიანი სტაჟი აქვს, უკრაინულ სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობის საკმაოდ მდიდარ გამოცდილებასაც ფლობს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: საქართველოს ხელისუფლება, როგორც ვატყობ, ძალიან საღად აფასებს შექმნილ ვითარებას
შემდეგი სტატიაზვიად კუპრავას მიმართ მუქარის ზარები განხორციელდა