ზვიად კუპრავას მიმართ მუქარის ზარები განხორციელდა

მას შემდეგ რაც რამოდენიმე სააგენტოს და ტელეკომპანია რუსთავი 2 -ს მივაწოდე სკანდალური დოკუმენტები საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქომაგის“ შესახებ, რომელზეც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ფონდის თავმჯდომარემ ია მეტრეველმა ანგარიშებზე ჩარიცხული აიათასობით ლარი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა და ამ ფონდიდან არცერთი თეთრი არაა დახარჯული არანაირ ქველმოქმედებაზე, ჩემს მობილურ ტელეფონზე მივიღე მუქარის შემცველი რამდენიმე სატელეფონო ზარი.
ჩემთან რამდენჯემრმე დარეკა ია მეტრეველის სახელით სავარაუდოდ მისმა ადვოკატმა რომლის სახელსა და გვარს ამეტაპზე არ დავასახელებ და განმიცხადა, რომ თითქოს მე ვასრულებ კონკრეტული პირების დაკვეთას და ამაზე პასუხს მაგებინებს.
მინდა განვაცხადო რომ ე.წ. საქველმოქმედო ფონდ ,,ქომაგის” ანგარიშებიდან დიდი ოდენობის ფულადი თანხების სავარაუდო მითვისების შესახებ ეჭვი გაჩნდა მას შემდეგ რაც ამ ფონდის საქმიანობა დღემდე არის გაუმჭირვალე და ბუნდოვანი.
ფონდს, რომელსაც მარტო სარეკლამო ხარჯებზე გაწერილი აქვს 66 000 ლარზე მეტი არსად არ ჩანს თუ სად და რა სახის რეკლამა განათავსა ფონდმა ქომაგმა.
გარდა ამისა, ფონდის ხელმძღვანელ ია მეტრეველს ანგარიშებიდან 80 000 ლარამდე გაწერილი აქვს „საქონელი და მომსახურება“ – და ამ თანხის დანახარჯი არ არის ჩაშლილი პუნქტობრივად თუ რა სახის მომსახურება გასწია მეტრეველმა ან რა საქონელი შეიძინა საქველომოქმედო ფონდმა „ქომაგმა“. აქვე დადასტურებულად შემიძლია განვაცხადო, რომ ფონდის ხელმძღვანელმა 2000 წელს გამოშვებული ავტომანქანა, საკუთარ ფონდს 2012 წელს შეასყიდა 15 000 ლარად. ხოლო ამ ავტომანქანით ის დღემდე სარგებლობს და ამჟამად ია მეტრეველი სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელის ზაზა სოფრომაძის მრჩეველია.
დღეს, პროკურატურაში სწორედ ამ ფონდის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით შევიტანე განცხადება თანდართული დოკუმენტებით.
ფონდ ,,ქონაგის” ხელმძღვანელის საეჭვო საქმიანობის შესახებ ,,სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის მიერ ეს პირველი განცხადება არ არის პროკურატურის ანგარიშზე. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურას მივმართეთ განცხადებით სადაც ვითხოვთ რომ მოხდეს გამოძიება თუ როგორ აღმოჩნდა 2012 წლის ე.წ. პოლიტპატიმარტა სიაში ადამიანის განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი ლევან ფხაკაძე.
ჩვენი ინფორმაციით ლევან ფხაკაძე პოლიტპატიმართა სიაში სწორედ ია მეტრეველმა სხვადასხვა მაქინაციური გზით შეიყვანა და ფხაკაძეც პოლიტპატიმრის სტატუსით ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობიდან 2012 წელს გათავისუფლდა. აქვე ჩვენი ინფორმაციით ამ საქმეში ია მეტრეველს ფხაკაძემ საკუთრებაში ჯიქიას ქუჩაზე საჩუქრად ახალაშენებული ბინა გადასცა, რომელიც იმავე წლებში ია მეტრეველმა საკუთარ დაზე მანანა მეტრეველზე გააფორმა.
დღევანდელი მუქარის შინაარსის სატელეფონო ზართან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, რომ ,,სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი” ფონდი ,,ქომაგის” მიმართ არავის დაკვეთას არ ასრულებს და თუ პროკურატურას აქვს კითხვები პაატა ბურჭულაძის ფონდ იავნანასთან, რატომ არ უნდა გვქონდეს კითხვები ია მეტრეველის ბურუსით მოცულ ფონდ ქომაგთან?!
აქვე ვითხოვთ პროკურატურამ გამოარკვიოს თუ როგორ აღმოჩნდა მოქმედი ბიზნენსის „იბერია-95“-ის 60% წილის მფლობელი მაია ქავთარაძე თავდაცვის სამინისტროში მინისტრის მრჩევლად რომელიც ია მეტრეველის დედის და არის და ასევე როგორ მუშაობს საჯარო მოხელედ და სოფრომაძის მრჩევლად დღეს ია მეტრეველი რომელიც ამავე მოქმედი შპს -ს 20 % წილის მფლობელია.
ორივე მათგანს აღნიშნული ფორმა დეკლარირებული არსად აქვთ.

 

,,სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი – ზვიად კუპრავა.

banner
წინა სტატიაშიევროპა უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფს აგზავნის
შემდეგი სტატიაგია ნოდია: მიჰა ჰამოდიო, ბოლოს უნდა დამეწერა, მაგრამ არ სცალია იმ კაცს