რომან გოცირიძე: საქართველოს ხელისუფლება, როგორც ვატყობ, ძალიან საღად აფასებს შექმნილ ვითარებას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მიხეილ სააკაშვილის დაჩქარებული წესით ექსტრადირებაზე, უკრიანის ხელისუფლებასთნ მინსკში საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს:

„საქართველოს ხელისუფლება, როგორც ვატყობ, ძალიან საღად აფასებს, რაც იშვიათია, შექმნილ ვითარებას და მას, რა თქმა უნდა, არ უნდა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში, ვინაიდან იცის, რომ ეს იქნება ძალიან დიდი და უზარმაზარი პრობლემების შემქმნელი, ვინაიდან ყველა დარმწუნდა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. არ არის გამორიცხული, რომ არის დიდი ზეწოლა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და საქართველოს ხელისუფლება არის, ამ შემთხვევაში, დაბნეული და არ არის გამორიცხული და ის მართავდეს მოლაპარაკებებს. უკრაინის ხელისუფლება ფორსირებულ სასამართლო პროცესებს აწარმოებს, საქართველოშიც ვხედავთ, რომ სასამართლო პროცესები ასევე დაჩქარებულად მიდის. რაღაც შეთანხმება რომ არის ერთმანეთთან ეს არის ფაქტი“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი თავდაცვის ახალ სტრუქტურას აყალიბებს
შემდეგი სტატიაევროპა უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფს აგზავნის