„ევრონიუსი“ – გიორგი გახარია მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრია, თუმცა მისი რეიტინგი ნაწილობრივ შეირყა

საქართველოში მიმდინარე სამთავრობო ცვლილებები საერთაშორისო მედიის ყურადღების არეალში მოექცა. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადადგომისა და ამ პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენის თემას „ევრონიუსი“, „ბი ბი სი“, „როიტერსი“ და სხვა უცხოური მედიასაშუალებები ეხმაურებიან.

„გახარია მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრია, თუმცა მისი რეიტინგი ნაწილობრივ შეირყა იმ კრიზისის გამო, რომელიც მოჰყვა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის გამოსვლას საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან. პოლიციას და სპეცრაზმს ბრალი დასდეს დემონსტრანტების დარბევასა და ძალის არაპროპორციულ გამოყენებაში. გახარიას გადადგომა საპროტესტო აქციების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო“, – წერს „ევრონიუსი“.

მამუკა ბახტაძის გადადგომაზე საუბრისას „ბი ბი სის“ რუსულენოვანი სამსახური კი იმ ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას, რომ აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა ვრცლად ისაუბრა ბოლო დროის წარმატებულ რეფორმებსა და ტენდენციებზე, მაგრამ საკუთარი გადადგომის მიზეზებს ლაკონურად შეეხო.

banner
წინა სტატიაშიჯემალ ჭკუასელი: გიორგი გახარიაზე ძალიან კარგი შთაბეჭდილების ვარ და კარგის მოლოდინი მაქვს! ოღონდ ქართველებმა ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ყველა პოლიტიკაში ნუ გადავეშვებით
შემდეგი სტატიაგოჩა მირცხულავა : „ოცნების“ ის ნაწილი, ვინც პრემიერობის კანდიდატს ებრძოდა, მალე ფეხქვეშ გაეგება“