ჯემალ ჭკუასელი: გიორგი გახარიაზე ძალიან კარგი შთაბეჭდილების ვარ და კარგის მოლოდინი მაქვს! ოღონდ ქართველებმა ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ყველა პოლიტიკაში ნუ გადავეშვებით

“ქართულმა ოცნების” მიერ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას წარდგენას ანსამბლ „ერისიონის” ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი ეხმიანება და აცხადებს, რომ „კარგა ხანია ასე არაფერი გახარებია”.

„კარგა ხანია ასე არაფერი გამახარებდა, როგორც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნამ გამახარა! გადასარევი კანდიდატურაა! გიორგის პირადად არ ვიცნობ, მხოლოდ ერთხელ შევხვდი და სამახსოვრო ფოტო გვაქვს ერთად გადაღებული. ძალიან კარგი შთაბეჭდილების ვარ და კარგის მოლოდინი მაქვს! ოღონდ ქართველებმა ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ყველა პოლიტიკაში ნუ გადავეშვებით! მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, რუსთაველის პრემიის ლაურეატი ვარ, მეტი რა მექნა?!

ხალხი ჩემთვის არის ყველაზე უზენაესი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს თავის ადგილი და მამაძაღლებს არ აყვნენ! ამერიკა დიდად არ მომწონს, მაგრამ თუ ვაჟკაცი ხარ პოლიციელს ზედმეტი გაუბედე! კანონი უნდა კანონობდეს და ამას მიაღწევს გიორგი გახარია, ჩვენ თუ ხელს შევუწყობთ! ჩვენს სახლებში უნდა გვქონდეს წესრიგი, ყველაფერი ოჯახიდან იწყება!

გიორგი გახარიას ერთს ვთხოვდი: ბიზნესი ძალიან რთული რამეა, მე არც ბიზნესმენი ვარ, არც მცოდნე და საერთოდ ძალიან შორს ვარ… გიორგი გახარიას ახლა ყველაზე დიდი ჯოხი უჭირავს და უნდა იცოდეს ეს ჯოხი სწორად ვის დაარტყას! ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ამ მხრივ, რადგან ზოგჯერ ყველას გვეშლება”, – აცხადებს ჯემალ ჭკუასელი.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი – რამდენადაც ვხვდები, მთავრობის ახალ შემადგენლობას უმრავლესობის ყველა წევრი უჭერს მხარს
შემდეგი სტატია„ევრონიუსი“ – გიორგი გახარია მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრია, თუმცა მისი რეიტინგი ნაწილობრივ შეირყა