ევროკავშირში თვითაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის პირველი წარმომადგენლობა გაიხსნა

ევროკავშირში თვითაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის პირველი წარმომადგენლობა გაიხსნა

1დღეს, 1 სექტემბერს ევროკავშირში, ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლობა გაიხსნა. როგორც დონეცკის წარმომადგენელი და საპატიო კონსული ნელლა ლისკოვა ამბობს, ოფისის მთავარი მიზანია “ჯერჯერბით აუღიარებელი რესპუბლიკის შესახებ ევროკავშირში სწორი ინფორმაციის გავრცელებაა”. მისი თქმით, ადგილი შემთხვევით არ აურჩევიათ: ოსტრავა და დონეცკი დაძმობილებული ქალაქები არიან.
მან იმედი გამოთქვა, რომ წარმომადგენლობა მრავალი მიმართულებით შედეგიანად იმუშავებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ჩეხეთს საპროტესტო ნოტა გადასცა. კიევი პრაღას მოუწოდებს თვითაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის წარმომადგენლობის შესახებ გადაწყვეტილებას გადახედოს.

banner
წინა სტატიაშიფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსის მიმართ სრულ მხარდაჭერას გამოთქვამს
შემდეგი სტატიაილია მეორე: ღმერთი მოწყალეა და მე ვლოცულობ დაკარგული სამხედროების დაბრუნებისთვის