ილია მეორე: ღმერთი მოწყალეა და მე ვლოცულობ დაკარგული სამხედროების დაბრუნებისთვის

მე აქ მოვედი არა სამძიმარის სათქმელად, არამედ იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამხედროები ცოცხლები არიან, – ასე მიმართა საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ გიონში, დაკარგული ორი სამხედრო მოსამსახურის ოჯახების წევრებს.

„მე იმედი მაქვს, რომ ისინი ცოცხლები არიან და ვიპოვით. ღმერთი მოწყალეა და მე ვლოცულობ მათი დაბრუნებისთვის“, – აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა.

ილია მეორემ ოჯახის წევრები და გონიოში შეკრებილი ადამიანები დალოცა.

გონიოშ ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების პატივის მიგების ცერემონიალი იმართება.

სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე – კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელი

banner
წინა სტატიაშიევროკავშირში თვითაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის პირველი წარმომადგენლობა გაიხსნა
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს