ევროკავშირმა, შესაძლებელია, გარკვეულ ქვეყნებს უვიზო რეჟიმი შეუჩეროს

უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, ევროკომისია რეჟიმის გაუქმებით იმუქრება – “დოიჩე ველე” 17 მაისს წერს. თუკი თავშესაფრისმაძიებელთა რიცხოვნება არ შემცირდება, ევროკავშირი გარკვეულ ქვეყნებს თავისუფალ მიმოსვლას შეუჩერებს – ევროკავშირის შინაგან საქმეთა და მიგრაციის ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპოლოსმა თქვა. მისი ინფორმაციით, შესაძლო ზომები შეეხებათ ბალკანეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს. ავრამოპოლოსმა, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნები გამოასწორებენ არსებულ მდგომარეობას და არსებული რეჟიმი შენარჩუნდება.

მიმდინარე წელს თავშესაფრისმაძიებელთა რაოდენობამ 2014 წლის მაჩვენებელს მიაღწია. 2019 წლის პირველი თვეების მანძილზე ევროკავშირში თავშესაფარი 32 ათასმა პირმა ითხოვა, რაც გასულ წელთან შედარებით 31%-ით ნაკლებია. მიმდინარე წელს თავშესაფრის შესახებ მიღებული შუამდგომლობის ყოველი მეოთხე განცხადება იმ ქვეყნებიდან იყო, რომელთანაც ევროკავშირს უვიზო რეჟიმი აქვს. მაგალითად, ვენესუელადან 14 257-მა პირმა მოითხოვა თავშესაფარი, კოლუმბიიდან – 8097-მა, ალბანეთიდან 7138 – წერს გერმანული გამოცემა.

banner
წინა სტატიაშიგერმანული ქალაქის მერი გერმანიის მოქალაქე არ არის
შემდეგი სტატიამე განზრახ გავაკეთე ეს ყველაფერი, რათა შემომეტანა ამ სერიოზულ სიტუაციაში კულტურული სიმსუბუქე