მე განზრახ გავაკეთე ეს ყველაფერი, რათა შემომეტანა ამ სერიოზულ სიტუაციაში კულტურული სიმსუბუქე

კარგად ვიცოდი, რომ დამცინებდნენ და გოიმობას დაუძახებდნენ კომბლეს, ვიცოდი, დამცინებდნენ, რომ ვარ შავრაზმელი ფანატიკოსი და მოძალადე. მე განზრახ გავაკეთე ეს ყველაფერი, რათა შემომეტანა ამ სერიოზულ სიტუაციაში კულტურული სიმსუბუქე, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში განაცხადა.

როგორც ლევან ვასაძემ აღნიშნა, დღეს ძალიან დიდი ბრძოლის წინაშე დგას ქართველი ხალხი და ეს არის ბრძოლა ყველაზე სასტიკ, ყველაზე ცბიერ იდეოლოგიასთან, რომელსაც ჰქვია ლიბერალური იდეოლოგია.

„ვიცი, რომ ადამიანები, რომლებიც არ აზროვნებენ ჩვენნაირად, ამას ვერ გაიგებენ, ეჭვის თვალით შეხედავენ, დამაბრალებენ აგენტობას, სიცრუეს. ღმერთი იყოს მათი მფარველი, მე მათ ამისთვის არ განვიკითხავ. ჩვენი მიზანი ახლა არის მზაობა. თუ ე.წ. პრაიდის მონაწილეები განიზრახავენ ამ სისულელეს მიუხედავად იმისა, რომ შსს ამათ აფრთხილებს, არ ქნან, ვლოცულობთ, ვართ მზადყოფნაში და ვართ სიმშვიდეში. არაფერი არ გვინდა, გარდა ჩვენ ქვეყანაში მაგარი შრომისა, რომ ქვეყანა ავაშენოთ და დავაყენოთ ფეხზე. კარგად ვიცოდი, რომ დამცინებდნენ და გოიმობას დაუძახებდნენ კომბლეს, ვიცოდი, დამცინებდნენ, რომ მე ვარ შავრაზმელი, ფანატიკოსი და მოძალადე. მე განზრახ გავაკეთე ეს ყველაფერი, რათა შემომეტანა ამ სერიოზულ სიტუაციაში კულტურული სიმსუბუქე, გასაგები და დამახასიათებელი ჩვენი ერის ისტორიისათვის. სულაც არ მრცხვენია, ვიყო ჩემი ქვეყნის ტრადიციების, ისტორიის, ზღაპრების შვილი და არაფერს დასაცინს არ ვაკეთებთ. შეიძლება, ეს ე.წ. სვეტებს ჰგონიათ, რომ დასაცინია. მე რომ სულ ნაკუწ-ნაკუწ დამჭრას ვინმემ, კომბლე ყველასთვის აქ არის. ეს მზად არის. ჩემს გარეშეც და ყველა აქ მდგომის გარეშე ქვეყანაში არ გამოილევა კაცები მზად იმისთვის, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს შევატყობთ, რომ ღალატობს ქართული ზნეობის წესებს, შევახსენოთ მათ, სად არიან ისინი დაქირავებულები პოლიტიკოსებად და ვისთან არიან ანგარიშვალდებულნი. მინდა, ერთი ვედრება და მუქარა გადმოგცეთ როგორ რიგითმა ძმამ, არ გვინდა ყვირილი და სიგიჟე, ეს გვაქვს ბლომად, გვაკლია სიდინჯე, ცოტა კუშტი მომთმენობა და სიმშვიდე, რადგან თითოეულ ჩვენგანს ეძგერებიან, დასცინებენ, უხამს ჟესტებს აჩვენებენ. ალბათ ყველაზე მოუთმენელი და ფეთქებადი მე ვარ, მაგრამ ცოტა წყნარად. ეს ძალიან დიდი ბრძოლაა, უზარმაზარი რაღაც გვაქვს მოსაგები. ეს არის ბრძოლა ყველაზე სასტიკ, ყველაზე ცბიერ იდელოგიასთან, რომელსაც ჰქვია ლიბერალური იდეოლოგია. მათ ჩვენ არ მივაჩნივართ ადამიანებად, ბრბოდ, იდიოტებად მივაჩნივართ, რომელთა მიჯახება-მოჯახებაც მათი ხელობაა. რაც ჩვენ გავაკეთეთ, გაკეთდა, რათა ამად აღარ ვექციეთ ჩვენ ისტორიაში. მე ახლა წავალ ჩემს სახლში, კავშირი გვაქვს გაბმული, თუ საჭირო გახდება, გავჩნდებით იქ, სადაც საჭიროა და შეგისრულებთ იმას, რისი შესრულებაც არ გვინდა. წავიდეთ სახლში ცოლებთან შვილებთან, ჩავეხუტოთ მათ ვაკოცოთ, ვილოცოთ, არ მოვდუნდეთ, ვიყოთ მზაობაში“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა, შესაძლებელია, გარკვეულ ქვეყნებს უვიზო რეჟიმი შეუჩეროს
შემდეგი სტატიაკაცს ხმა ვერ ამოუღია, ეგრევე რუსული, რბილი ძალის იარლიყს აკერებენ