გერმანული ქალაქის მერი გერმანიის მოქალაქე არ არის

უპარტიო დანიელმა კლაუს რუე მადსენმა 16 ივნისს ქალაქის ხელმძღვანელის არჩევნების მეორე ტურში ხმების 57,1% დააგროვა და ამდაგვარად გერმანიაში პირველი ქალაქის მერი გახდა, რომელსაც გერმანიის მოქალაქეობა არა აქვს. წინასაარჩევნო კომპანიისას დანიელს ქრისტიან დემოკრატიული კავშირი და სხვა ლიბერალები უჭერდნენ მხარს. მისი ოპონენტი მემარცხენე შტეფან ბოკჰანი იყო. არჩევნების პირველ ტურში სულ ცხრა კანდიდატი მონაწილეობდა – “დოიჩე ველე” წერს.

პოლიტიკაში მოსვლამდე რუდ მადსენი ქალაქ როსტოკში 20 წელი ცხოვრობდა. აქედან ექვსი წელი ის ავეჯის მაღაზიების ქსელის ხელმძღვანელი იყო. გარდა ამისა, ის ხელმძღვანელობდა როსტოკის სავაჭრო-სამეწარმეო პალატას.

როსტოკში 210 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მათგან არჩევნებში 173 ათასს შეეძლო ხმის მიცემა. ამომრჩეველთა აქტიურობა 44,1% იყო. გერმანიაში ევროკავშირის მოქალაქეებს უფლება აქვთ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარმოაყენონ ისე, რომ არ ქონდეთ გერმანიის მოქალაქეობა.

banner
წინა სტატიაშიირანი ურანის გამდიდრების ლიმიტს ათ დღეში გაზრდის
შემდეგი სტატიაევროკავშირმა, შესაძლებელია, გარკვეულ ქვეყნებს უვიზო რეჟიმი შეუჩეროს