ევროკავშირმა და “დიდმა შვიდეულმა” პროტასევიჩის განთავისუფლება მოითხოვეს

წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაცია პროტასევიჩის სახეზე ძალადობის კვალზე საუბრობს

“დიდი შვიდეულის” (G7) საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში 27 მაისს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც “ბელორუსის ხელისუფლების უპრეცენდენტო ნაბიჯი” დაგმეს დამოუკიდებელი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის და მისი მეგობრის სოფია საპეგას დაკავების გამო, რომელიც 23 მაისს მოხდა. დოკუმენტის ტექსტი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა – “დოიჩე ველე” წერს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავის იძულებითმა დასმამ “მგზავრებისა და თვითმფრინავის ეკიპაჟის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დააყენა”. ინციდენტი შესაძლებელია შეფასდეს, როგორც “სამოქალაქო ავიაციაში მოქმედ რეგულაციებზე სერიოზული თავდასხმა”. ამასთან დაკავშირებით სამოქალაო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდეს რეაგირება მოახდინოს ინციდენტზე წესებისა და სტანდარტების დაცვით.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მომხდარი “თავისუფალ მედიაზე სერიოზული თავდასხმაა”. “ჩვენ რომან პროტასევიჩის და სხვა ჟურნალისტებისა და პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებელ და უპირობო განთავისუფლებას მოვითხოვთ” – წერია დოკუმენტში.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბორტზე ბელორუსი ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ბომბია, რომლიც არასწორი აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, რომელიც პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი: ჩვენ მოვლენის კი არა, დანაშაულის ამნისტირებას ვახდენთ
შემდეგი სტატიაკობახიძე: მომზადებული კანონპროექტი ოპოზიციისთვის კოორდინაციის უკეთესი შესაძლებლობების მიცემას ემსახურება