კობახიძე: მომზადებული კანონპროექტი ოპოზიციისთვის კოორდინაციის უკეთესი შესაძლებლობების მიცემას ემსახურება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ოპოზიციისთვის კოორდინაციის უკეთესი შესაძლებლობების მიცემას ემსახურება.

„ოპოზიციური პარტიების დაშლამ მათთვის გარკვეული სირთულეები შექმნა. კერძოდ, საპარლამენტო საქმიანობის ორგანიზების კუთხით. მაგალითად, სამადაშვილი შევიდა ერთ ფრაქციაში, მეორე ბლოკის წევრს სხვა ფრაქციაში უნდა. ეს ყველაფერი შეუძლებელს ხდიდა კონკრეტული ფრაქციების ჩამოყალიბებას და ჩვენ სწორედ ამას ვაადვილებთ ოპოზიციური პარტიებისთვის. მათ შეეძლებათ, შექმნან როგორც ფრაქციები, ასევე პოლიტიკური ჯგუფები. ოპოზიციისთვის კოორდინაციის უკეთესი შესაძლებლობების მიცემას ემსახურება ის კანონპროექტი, რომელიც განიხილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა და “დიდმა შვიდეულმა” პროტასევიჩის განთავისუფლება მოითხოვეს
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე: მეტი ნებისყოფა რომ გამოგვეჩინა, შეთანხმების ახალი ტექსტი იქნებოდა