ევროკავშირმა “ბრექსიტთან” დაკავშირებით ახალ მოლაპარაკებებზე უარი თქვა

ევროკავშირი არ აპირებს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე სამეფოსთან მოლაპარაკებები აწარმოოს, მაგრამ მზად არის ლონდონ-ბრიუსელს შორის მომავალ დეკლარაციაში რამდენიმე პოლიტიკური ფორმულირება დაამატოს – ამის შესახებ საუბარია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 7 თებერვალს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეისა და ევროკომისიის თავმჯდომარის ჟან-კლოდ იუნკერის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. როგორც დოკუმენტშია ხაზგასმული, ორივე მხარე ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას აპირებს ბრიტანეთის ევროკავშირიდან მოწესრიგებული გასვლის მისაღწევად – “დოიჩე ველე” წერს.

დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ექსპერტების შეხვედრები შედგეს, რომ გადაწყდეს, არის თუ არა შესაძლებელი მოინახოს გზა, რომელიც ბრიტანეთის პარალმენტში ფართო მხარდაჭერას მოიპოვებს.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის პროცედურებს 29 მარტიდან დაიწყებს.

banner
წინა სტატიაშიგერმანული Flixbus-ი რუსულ ბაზარში აპირებს შესვლას
შემდეგი სტატიამერკელმა თავშეკავებით უპასუხა მაკრონის კრიტიკას