გერმანული Flixbus-ი რუსულ ბაზარში აპირებს შესვლას

გერმანული ბაზრის ლიდერი, საერთაშორისო გადამზიდავი Flixmobility, რომელიც ცნობილია, როგორც Flixbus-ი, რუსულ ბაზარში აპირებს შესვლას. კომპანია მიმდინარე მომენტში რუსეთის ფედერაციის გადამზიდავებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს – 7 თებერვალს ვრცელდება – “დოიჩე ველე” რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდა ამისა, გავრცელდა, რომ ბევრმა რუსულმა კომპანიამ უკვე უარი თქვა Flixmobility-სთან თანამშრომლობაზე ბიზნეს-მოდელთან დაკავშირებით დავების გამო, რომელმაც, შესაძლებელია, ბაზრის მონოპოლია გამოიწვიოს.

გერმანული კომპანია უკვე რამდენიმე წელია ლიდერი საერთაშორისო გადამზიდავია. გასულ წელს კომპანიით 45 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა. 2018 წელს კომპანია შევიდა აშშ-ში, ბულგარეთსა და ბელორუსში. მიმდინარე მომენტში ის 29 ქვეყანაში მუშაობს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის რადამ რუსეთის მოქალაქეებს არჩევნებზე დამკვირვებლად ყოფნა აუკრძალა
შემდეგი სტატიაევროკავშირმა “ბრექსიტთან” დაკავშირებით ახალ მოლაპარაკებებზე უარი თქვა