მერკელმა თავშეკავებით უპასუხა მაკრონის კრიტიკას

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს თავშეკავებული რეაქცია ჰქონდა ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ საფრანგეთმა უარი თქვა გერმანიის მხარდაჭერაზე პროექტ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის ფარგლებში. არაფერია ახალი იმაში, რომ ამ პროექტის ირგვლივ სხვადასხვა აზრი არსებობს – განაცხადა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა ბრატისლავაში, 7 თებერვალს – “დოიჩე ველე” წერს.

მერკელის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა რუსული გაზის სატრანზიტო ქვეყნად დარჩეს. გარდა ამისა, ის არ თვლის, რომ ბალტიის ზღვის ქვეშ ახალი გაზსადენის მშენებლობა ევროპას და გერმანიას რუსეთზე დამოკიდებულს გახდის. მერკელმა გაიხსენა, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი – 2”-ის გარდა გერმანია აშშ-დან აპირებს გაზის შემოტანას და აღნიშნა, რომ ცივი ომის დროსაც კი მოსკოვი გაზის იმედიანი მომწოდებელი იყო.
თავის მხრივ, პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ხელმძღვანელებმა, რომლებიც მერკელთან ერთად იყვნენ პრეს-კონფერენციაზე, თავი შეიკავეს კომენტარის გაკეთებისგან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა მაკრონმა გერმანია პროექტ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის გამო გააკრიტიკა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა “ბრექსიტთან” დაკავშირებით ახალ მოლაპარაკებებზე უარი თქვა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე მიხეილ ბატიაშვილის გადადგომას ითხოვს