ევროკავშირის სასამართლომ დოკუმენტების გაერშე მიგრანტების დაჭერაზე უარი განაცხადა

ევროკავშირის სასამართლომ დოკუმენტების გაერშე მიგრანტების დაჭერაზე უარი განაცხადა

15ევროპული ქვეყნების მთავრობებმა მიგრანტები ციხეში არ უნდა ჩასვან იმის გამო, რომ ისინი დუკუმენტების გარეშე არიან ქვეყანაში – დაადგინა ლუქსემბურგის ევროკავშირის სასამართლომ.
გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ამის მაგივრად მიგრანტი, რომელიც დოკუმენტების გარეშეა, უნდა გააგზავნონ იმ ქვეყანაში, საიდანაც ისინი ჩამოვიდნენ.
“სამშობლოში დაბრუნების დირექტივა არაევროკავშირის მოქალაქის ციხეში ჩასმის უფლებას არ იძლევა, თუკი ის მანამდე არ ექმევდებარებოდა გაძევების პროცედურას მხოლოდ იმის გამო, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში დოკუმენტების გარეშე შემოვიდა, შენგენის შიდა ზონიდან” – ნათქვამია ლუქსემბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
გადაწყეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ ანალოგიური წესი მოქმედებს მაშინაც, თუკი მიგრანტი დააკავეს მაშინ, როცა ის შენგენის ზონას ტოვებდა. სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეეხება ბრიტანეთს და ირლანდიას, რომლებიც შენგენის ზონაში არ შედიან, ასევე დანიას, რომელმაც უფლება დაიტოვა ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულოს.

banner
წინა სტატიაშიბრიტანელები ევრო-2016-ზე შესაძლო ტერაქტების შესახებ გააფრთხილეს
შემდეგი სტატია(+ვიდეო) “Maroon 5”- მა ქართულ ანსამბლთან ერთად იმღერა