ბრიტანელები ევრო-2016-ზე შესაძლო ტერაქტების შესახებ გააფრთხილეს

ბრიტანელები ევრო-2016-ზე შესაძლო ტერაქტების შესახებ გააფრთხილეს

13დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიტანეთის მოქალაქეებს საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებს. უწყების მონაცემებით, ტერორისტების სამიზნე შესაძლებელია გახდეს სტადიონები, სადაც ტურნირი ჩატარდება. ამასთანავე, შეტყობინებაში საუბარია იმაზე, რომ კონკრეტული ინფორმაცია ტერაქტთან დაკავშირებით, არ არსებობს.
ადრე, ევრო-2016-ზე შესაძლო ტერაქტებზე აშშ-ც საუბრობდა.
გუშინ უკრაინის სპეცსამსახურების მიერ საფრანგეთის მოქალაქის დაკავების შესახებ გახდა ცნობილი, რომელმაც აღმოსავლეთ უკრაინაში იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები შეიძინა მსოფლიო ჩემპიონატამდე და მისი მსვლელობის დროს ტერაქტების მოსაწყობად.
ევრო-2016 10 ივლისს იწყება.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ ვიზალიბერალიზაციის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიაევროკავშირის სასამართლომ დოკუმენტების გაერშე მიგრანტების დაჭერაზე უარი განაცხადა