ევროკავშირის პარლამენტმა სწრაფი რეაგირების სასაზღვრო სამსახური შექმნა

4ევროპის პარლამენტმა დაამტკიცა საზღვრის დაცვისა და სანაპირო ხაზის ევროპის სააგენტოს შექმნის შესახებ დებულება.
დოკუმენტს მხარი დაუჭირა 482-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ გამოვიდა 181. ახალი უწყება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სწრაფი რეაგირების სასაზღვრო სამსახური იქნება.
გაერთიანების ნებისმიერ ქვეყანას ექნება საშუალება ისარგებლოს სამსახურით, თუკი თვლის, რომ მისი ჩვეულებრივი საზღვრის დაცვის სამსხური საქმიანობას ვერ აუდის.
მასში 1,5 ათასი თანამშრომელი იმუშავებს.
წინადადება მსგავსი სამსახურის შემქნის შესახებ ახლა ევროპის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
ახალი უწყება სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლოდან დაიწყებს მუშაობას – “ასოშეითედ პრესი” წერს.

banner
წინა სტატიაშიფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი ჰილარი კლინტონის მიმოწერასთან დაკავშირებით დაიბარეს
შემდეგი სტატიაიემენის აეროპორტში აფეთქებას 10 ადამიანი შეწირა