ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი ჰილარი კლინტონის მიმოწერასთან დაკავშირებით დაიბარეს

ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი ჰილარი კლინტონის მიმოწერასთან დაკავშირებით დაიბარეს

33 (1)აშშ-ს კონგრესის დეპუტატმა-რესპუბლიკელებმა ჩვენებების მისაცემად გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი, ჯეიმს კომი დაიბარეს, რომელმაც ერთი დღით ადრე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაცია მისცა, ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღეძრათ.
ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, მათ დაასკვნეს, რომ კლინტონი “უკიდურესად გაუფრთხილებლად” მოექცა საიდუმლო ინფორმაციას, ამასთანავე, მტკიცებულებები ვერ იქნა ნაპოვნი, რომ მან, ან მისმა კოლეგებმა კანონი რაიმე სახით დაარღვიეს.

შეგახსენებთ, რომ სკანდალი კლინტონის ელექტრონულ მიმოწერას ეხება იმ პერიოდში, როცა ის სახელმწიფო მდივანი იყო. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო საქმეების მიმოწერისთვის ის პერსონალურ ელექტრონულ მეილს იყენებდა.

banner
წინა სტატიაშიმუამარ კადაფის ვაჟი სიკვდილით დასჯას გადაურჩა და თავისუფლებაზე გამოვიდა
შემდეგი სტატიაევროკავშირის პარლამენტმა სწრაფი რეაგირების სასაზღვრო სამსახური შექმნა