ევროკავშირი უკრაინასთან მიმართებაში ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზეა – ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინასთან მიმართებაში ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზეა.

აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა კიევიდან პოლონეთში დაბრუნების შემდეგ განაცხადა.

„ვიმედოვნებ, რომ 20 წლის შემდეგ, ამ მოვლენების გახსენებისას, ჩვენ შევძლებთ ვთქვათ, რომ სწორად მოვიქეცით“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, წევრი ქვეყნებისთვის გამოწვევა იქნება ევროკავშირის სამიტის ერთიანი პოზიციით დატოვება, რაც ამ ისტორიული გადაწყვეტილების მასშტაბებს ასახავს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ ბევრს მიაღწია ბოლო წლებში, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

11 ივნისს, ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლაპარაკება გამართა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეფასებას მომავალი კვირის ბოლომდე დაასრულებენ.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია: სამწუხაროდ ჩვენ ისტორიას ხშირად ვივიწყებთ
შემდეგი სტატიახელისუფლებას ქვეყანა უკიდურესად სახიფათო სპირალში შეჰყავს – დოლიძე