ალექსანდრე მოწერელია: სამწუხაროდ ჩვენ ისტორიას ხშირად ვივიწყებთ

“საქართველო ბოლო 500 წლის მანძილზე ორ დიდ სახელმწიფოს ირან -ოსმალეთს შორის დაყოფა -დანაწევრების პოლიგონი გახლდათ. მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპა რენესანსის ეპოქაში იყო და განვითარების შეუქცევად გზას ადგა, ჩვენ ფიზიკური გადარჩენისთვის ვიბრძოდით და ჩამოვრჩით ამ პროცესებს.
ჩვენი მეფეები მუდმივად ცდილობდნენ დასავლეთ ევროპაში მხარდაჭერის მოპოვებას, თუმცა მაშინ ევროპის სახელმწიფოებმა დახმარება ვერ შეძლეს და საბოლოოდ რუსეთი შეგვრჩა ხელში გულუბრყვილო “ერთმორწმუნეობის”იმედად , რომელმაც სახელმწიფოებრიობაც კი გაგვიუქმა და ეკლესიებიც გადაღება, რაც არც ირანს, ოსმალეთს და მონღოლებს არ გაუკეთებიათ.
დღეს მნიშვნელოვანი ისტორიული შანსი გვაქვს, რომლის მსგავსი არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში. ამ შანსის ხელიდან გაშვება წარმოუდგენელი დანაშაულია ქვეყნისა და ერის წინაშე. დღეს მთელი მსოფლიო დაუპირისპირდა რუსულ იმპერიალიზმს და დაიწყო მისი გარდაუვალი რღვევის პროცესი. გაგვიჩნდა შანსი დავაღწიოთ თავი რუსულ გავლენას , მივაღწიოთ დეოკუპაციას და რეალურად გავხდეთ ჩვენი მდიდარი კულტურით და ტრადიციებით ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, შევიტანოთ ჩვენი წვლილი, ვიყოთ იქ სადაც ჩვენს იდენტობას საფრთხე არ დაემუქრება. თავი დავაღწიოთ სიღარიბეს, ნეპოტიზმს, კორუფციას, კრიმინალს, ავტორიტარიზმს .
ქართული ოცნება ძალაუფლებას ებღაუჭება, ფარსს, რასაც დღეს ვუყურებთ არაფერი აქვს საერთო ერის ინტერესებთან და პირდაპირ მივყავართ რუსეთში.
საქართველოს ისე, როგორც 500 წლის წინ, აქვს ორი არჩევანი, თუმცა განსხვავება დიდია. მაშინ ეს იყო არჩევანი ორ მტერს შორის, დღეს კი მარტივია: მტერსა და მოყვარეს შორის. ერთის მხრივ პუტინის ავტორიტარული რუსეთი, მტერი და ოკუპანტი , ჩვენი ქვეყნის განვითარების მთავარი მუხრუჭი და მეორე მხარეს არის მოკავშირე -ჩვენი ტრადიციების და იდენტობის პატივისმცემელი ევროპა, ეკონომიკური განვითარების, განათლების, აღმშენებლობის რეალური პერსპექტივა”,- წერს მაჟორიტარი ალექსანდე მოწერელია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიხორბალს და რაღაცას თუ ვიყიდით, ვის ვკითხო ეხლა? ვინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლებას, ვისგან ვიყიდი საჭმელს? – იაკობი
შემდეგი სტატიაევროკავშირი უკრაინასთან მიმართებაში ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზეა – ლაიენი