ხელისუფლებას ქვეყანა უკიდურესად სახიფათო სპირალში შეჰყავს – დოლიძე

ხელისუფლებას ქვეყანა უკიდურესად სახიფათო სპირალში შეჰყავს – სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების საპირწონედ ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის დაყენება საფუძველშივე ეწინააღმდეგება, როგორც ზოგადად ეროვნულ ინტერესებს, ისე კონკრეტულად ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის მთავარ გარანტიებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განცხადებით, მთავარი პრობლემა არა ევროპარლამენტის რეზოლუციაში, არამედ იმ პოლიტიკაშია, რამაც ამ რეზოლუციამდე მიგვიყვანა.

„ეს ყველაფერი უდიდეს რისკებს უკავშირდება და არაპროგნოზირებად საფრთხეებს უქმნის ქვეყნის მომავალს, ასევე, იმ პროგრესს და პერსპექტივებს, რომელსაც საფუძველი 90-იანი წლებიდან ეყრებოდა, მათ შორის, თავად „ოცნების“ მმართველობის პერიოდში. დარწმუნებული ვარ, ეს „ოცნების“ პოლიტიკურ გუნდის ცალკეულ წარმომადგენლებსაც კარგად ესმით.

არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთის შემთხვევაში, ნებისმიერი ძალაუფლება აზრს კარგავს, მით უფრო, თუ ის მხოლოდ მოჩვენებითია. მინდა მჯეროდეს, რომ ამის გააზრება გვიან მაინც მოხდება და თავიდან ავიცილებთ იმ პროცესებს, რასაც მოუთმენლად ელიან გარეთ ჩვენი მტრები, ხოლო შიგნით – რადიკალური ჯგუფები.

P.S. „ოცნების“ ლიდერების მცდელობა – “თავი არ დახარონ და შეუპოვრად აღუდგნენ წინ, გარედან (ამ შემთხვევაში ევროკავშირიდან) თავს მოხვეულ პოლიტიკას” – არაბუნებრივად გამოიყურება და მათი მიერ ამ დრომდე გადადგმულ ნაბიჯებთან და “თამამ” რიტორიკასთან სრულიად შეუსაბამოა!

ჩემი თუ არ სჯერათ,“დარგის ექსპერტებს ”კითხონ“, – წერს ლევან დოლიძე.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი უკრაინასთან მიმართებაში ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზეა – ლაიენი
შემდეგი სტატიასააკაშვილს არ შეუძლია ციხეში ყოფნა, ეშინია – მეუფე იაკობი