ევროკავშირი საქართველოსა და კიდევ 5 ქვეყანაში ვაქცინაციისთვის 40 მილიონ დოლარს გამოყოფს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის განცხადებით ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნებში ვაქცინაციის მხარდასაჭერად 40 მილიონ დოლარ გამოყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისი ავრცელებს.

პროექტში საქართველოს გარდა ჩაერთვება ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა. “ვაქცინაციის პროგრამის წარმატებისთვის აუცილებელია ვაქცინაზე წვდომა. აღნიშნული ინიციტივა კი უზრუნველყოფს 6 ქვეყანაში იმუნიზაციის ცენტრების გამართულ მუშაობას და ვაქცინის იმ მოქალაქებამდე მიღწევას, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს ვაქცინას. პროგრამის ფარგლებში მუდმივად მოხდება ვაქცინის უსაფრთხოების და ხარისხის მონიტორინგი, რადგან სულ უფრო მეტი ვაქცინა დაემატება არსებული ვაქცინების ჩამონათვალს“,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ამ დროისთვის ეს ევროკავშირისა და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეგიონში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტია.