ქართული ოცნების ოფისთან გამართული საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 2 აქტივისტი დააკავა

ქართული ოცნების ოფისთან გამართული საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 2 აქტივისტი დააკავა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა ოფისის მიმდებარე კედლებსა და ტროტუარზე წარწერების გაკეთებას აპირებდნენ.დაკავებულებიდან ერთ-ერთი აქტივისტი ნიკა ნარსია და რუსკა მჭედლიძეა.

ორივე აქტივისტი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც კანონის წარმომადგენელის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი მსვლელობას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით გააგრძელებენ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი საქართველოსა და კიდევ 5 ქვეყანაში ვაქცინაციისთვის 40 მილიონ დოლარს გამოყოფს
შემდეგი სტატიანიკა მელი: ხვალ მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა – მოგიწევთ იმის გამოცხადება რას აპირებთ!