ნიკა მელია: არჩევნების გაყალბება გაგვიგია, მაგრამ გირაოს გადახდის გაყლბება არა

“იმისთვის, რომ ვინმემ გირაოს თანხა გადაიხადოს, საჭიროა სპეციალური კოდი. ეს კოდი პროკურატურაში ინახება და მან უნდა გადასცეს ბრალდებულს ან ადვოკატს. დაუშვებელია ის მესამე პირის ხელში მოხვდეს. ჩვენ პროკურატურისთვის არ მიგვიმართავს და შესაბამისად ჩვენც არ ვიცით ეს კოდი” – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ თითქოსის მესამე პირის გამოყენებით აპირებს გირაოს გადახდას.

“არ მეგონა თუ დღეს ამ განცხადების გაკეთება მომიწევდა. არჩევნების გაყალბება გაგვიგია, მაგრამ გირაოს გადახდის გაყლბება არა. მთელი დღეა მედია სვამს კითხვას, თითქოს არსებობს ვინმე მითიური მოქალაქე, რომელიც ჩემს სასარგებლოდ გირაოს გადაიხდის.

ფიზიკურად შეუძლებელია გადაიხადო. იმისთვის, რომ ეს მოხდეს აუცილებელი უნიკალური კოდი რომელიც პროკურატურაში ინახება და მან უნდა გადასცეს ბრალდებულს ან ადვოკატს. ჩვენ არ მიგვიმართავს ამ მოთხოვნით. შესაბამისად ესკოდი უცნობია. ანგარიში, რომელზეც უნდა მოხდეს თანხის შეტანა, საქართველოს ბანკს ეკუთვნის.

მივმართავ საქართველოს ბანკს, თუ მოხდება ამ ანგარიშზე ჩემს სასარგებლოდ გირაოს გადახდა, ეს იქნება კანონის დარღვევა და ამის მონაწილე ნუ გახდებით.

ხელისუფლებავ, ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ, ნიკა მელია ენმ-ს თავმჯდომარე, არ იხდის უკანონოდ დაკიარებულ თანხას. ნებისმიერი ადამიანი ვინც იქნება ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული ამ საქმისთვის, ჩემი მტერი იქნება, სუსის აგენტი. “

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა და NDI-ის პრეზიდენტმა წარმატებული თანამშრომლობა და რეგიონული და ადგილობრივი გამოწვევები განიხილეს
შემდეგი სტატიაევროკავშირი საქართველოსა და კიდევ 5 ქვეყანაში ვაქცინაციისთვის 40 მილიონ დოლარს გამოყოფს