ევრო-2016-ის საფინალო მატჩზე ბილეთის ფასი 1900 ევროა

ევრო-2016-ის საფინალო მატჩზე ბილეთის ფასი 1900 ევროა

10იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის საფინალო მატჩზე ბილეთის ოფიციალური ფასი 895 ევროა, “შავ ბაზარზე” მისი ყიდვა მხოლოდ 1900 ევროდ არის შესაძლებელი. ევრო-2016-ის ორგანიზატორები მაყურებლებს აფრთხილებენ, “შავ ბაზარზე” არ შეიძინონ ბილეთი, რადგან ის შეიძლება ყალბი აღმოჩნდეს.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, ბევრი ფირმა, რომლებიც არ არიან ევრო-2016-ის სპონსორი, ტურნირის ბრენდს კომერციული მიზნებისათვის იყენებენ. მათ შორისაა სუპერმარკეტები Lidl და Lerclerc და სწრაფი კვების ობიექტი Charal – “დოიჩე ველე” წერს.

დღეს, საფინალო მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, პარიზის მნიშვნელოვან ადგილებში 5 ათასზე მეტი პოლიციელია მობილიზებული.

არა მხოლოდ სტადიონი “სტად დე ფრანსის” პატრულირება მიმდინარეობს, არამედ, ე.წ. “გულშემატკივრების ველისაც”, რომელიც ელისეის მოედანსა და ეიფელის კოშკთან არის.
პოლიციელები და სამხედროები გაძლიერებულად იცავენ პარიზის ქუჩებს გასული წლის ნოემბრის ტერაქტების შემდეგ, რომლის დროსაც 130 ადამიანი დაიღუპა.
“გულშემატკივრების ველს” 1900 პოლიციელი იცავს, 3400 პოლიციელი ელისეის მინდვრებზე იქნება განთავსებული, ამასთანავე, მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონიდან გამონთავისუფლებული პოლიციელები, მაშინათვე ელისეის მინდვრებისკენ გადანაწილდებიან.
მატჩი ადგილობრივი დროით 21.00 საათზე იწყება.
ერთმანეთს პორტუგალიის და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდებიან.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ სუდანში ომი აღდგა
შემდეგი სტატიამადრიდში აშშ-ს საელჩოსთან ობამას ვიზიტის საწინააღმდეგოდ დემონსტრაცია გაიმართა