სამხრეთ სუდანში ომი აღდგა

სამხრეთ სუდანში ომი აღდგა

99სამხრეთ სუდანში ომი გამოცხადდა – რამდენიმე საათის წინ “ბიბისი ნიუსს” ოპოზიციის წარმომადგენელმა, ქვეყნის ვიცე-პრეზდენტმა, რიეკა მაშარამ განუცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოს მეთაური სალვა კიირი არასერიოზულად ექცევა სამშვიდობო შეთანხმებას და მის კონტროლს ქვეშ მყოფმა ჯარისკაცებმა ამბოხებულებს შეუტიეს.
ამასთანავე, ქვეყნის ინფორმაციის მინისტრი, მაიკლ მაკუეი ლუეტი, სამხრეთ სუდანის სახელმწიფო ტელევიზიაში აცხადებს, რომ “სიტუაცია ნორმალურია და სრულიად ექვემდებარება კონტროლს”.
დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ სუდანის დედაქალაქში მომხდარ შეტაკებას 270 ადამიანი ემსხვერპლა. მხარეთა შორის ურთიერთობა 8 ივლისს დაიძაბა, პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრის წინ, რომელთაც მშვიდობის შესახებ შეთანხმება უნდა გაეგრძელებინათ.
სამხრეთ სუდანმა დამოუკიდებლობა 2011 წელს გამოაცხადა. 2013 წელს პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შორის ურთიერთობის დაძაბვამ შეიარაღებული სახე მიიღო.
ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებდა.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ სუდანში შეტაკებას 270 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაევრო-2016-ის საფინალო მატჩზე ბილეთის ფასი 1900 ევროა