ევა ბარბაქაძე მრავლობითი ტრავმებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე, იაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში აცხადებენ რომ გოგონას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
“ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ გოგონა მრავლობითი ტრავმებითა და დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული”, – აცხადებენ იაშვილის სახელობის კლინიკაში.
შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე მე-5 სართულიდან გადმოვარდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
banner
წინა სტატიაშიხის ნაპირზე გადასატანად ზღვაში გზის მშენებლობა წვიმაში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს