ხის ნაპირზე გადასატანად ზღვაში გზის მშენებლობა წვიმაში მიმდინარეობს

ასწოლოვანი ტიტა ხის ნაპირზე გადატანის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სპეციალისტები წვიმის მიუხედავად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ნაწილზე უკვე დაგებულია აეროპორტის ასაფრენი ბილიკის ფილები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნაპირთან დარჩენილი გზის 20 მეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.

სამუშაოების წარმოებას ისიც ართულებს, რომ ადგილზე ამ დრომდე წვიმს.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, გზის სამუშაოების დასრულებას დაახლოებით 5 საათი დასჭირდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სალეჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაევა ბარბაქაძე მრავლობითი ტრავმებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული