“ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ, მოგევლინებით როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერი”

როგორც კი დავამთავრებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებას, მე თქვენ მოგევლინებით როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერი,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავუთ უსუფაშვილმა განუცხადა.

უსუფაშვილის თქმით, ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტების განკარგულებაში იქნება. “სწორედ მაშინ ვისაუბროთ კვლევებზეც, პროცენტებზეც, შანსებზეც და გამარჯვებაზეც”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილმა უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტების კითხვა – იქნება თუ არა ის “რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი.

banner
წინა სტატიაში“ქართულ ოცნებას” ისევ “ქართული ოცნება” თუ დაამარცხებს, მისი დამმარცხებელი ძალა არ არსებობს”
შემდეგი სტატიაომარ ნიშნიანიძემ “ქართული ოცნებიდან” წასვლა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გადაიფიქრა