ომარ ნიშნიანიძემ “ქართული ოცნებიდან” წასვლა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გადაიფიქრა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, “ქართული ოცნება – დამოკრატიული საქართველოსთვის” დატოვება გადაიფიქრა.

ნიშნიანიძე ერთი თვის წინ აცხადებდა, რომ თამაზ მეჭიაურთან ერთად ახალ პარტიაში გადასვლას გეგმავდა, თუმცა როგორც დღეს ამბობს, დარწმუნდა, რომ მისი ადგილი “ქართულ ოცნებაშია”.

“ბევრ საკითხში ჩვენი ხედვები ემთხვეოდა, თუმცა გვქონდა განსხვავებული შეხედულებებიც. ამიტომ, ბუნებრივია, ვერ გადავდგი ასეთი ნაბიჯი და დავრჩი იქ, სადაც ვარ. მით უმეტეს, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გააქტიურდა. ბატონ ბიძინასთან ჩემი შეხვედრაც შედგა. ამ ყველაფერმა საბოლოოდ მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ “ქართულ ოცნებაში” არის ჩემი ადგილი და შემიძლია ვიბრძოლო ამ გუნდში. მით უმეტეს, ვაპირებ ქუთაისში ერთ-ერთ ოლქში ვიყარო კენჭი “ქართული ოცნების” სახელით”, – განაცხადა ნიშნიანიძემ “პირველ პრესკლუბში”.

banner
წინა სტატიაში“ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ, მოგევლინებით როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერი”
შემდეგი სტატიასაპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკო-ს 3 764 830 ლარი გამოეყოფა