ესტონეთში Sputnik-ისა და Baltnews-ის აკრძალვის მთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

ესტონეთში ბლოგმა Propastop, რომელიც გასამხედროვებულ მოხალისეთა გაერთიანებას წარმოადგენს, სახელად “კაიტსელიიტი”, რუსული საინფორმაციო რესურსების Sputnik-ისა და Baltnews-ის აკრძალვის შესახებ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

პეტიციის სახელია “ესტონეთში მტრული პროპაგანდისტული არხების მუშაობის რეგულაციის შესახებ” და მასში საუბარია აღნიშნული გამოცემებისთვის ესტონური დომენის გაუქმებაზე, რადგანაც აღნიშნული საიტები “იწვევენ საზოგადოებრივ კონფლიქტებს, ესტონეთზე ავრცელებენ არაობიექტურ ინფორმაციას, ხლეჩენ საზოგადებას და ეწევიან მტრულ პროპაგანდას”.

მიმდინარე წლის ივლისში ლატვიაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ პორტალი Baltnews.lv. დაბლოკა. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის, რომ მისი მფლობელი რუსული “რაშა თუდეის” ხელმძღვანელი დიმიტრი კისილოვი იყო.

პეტიციას მიმდინარე მომენტში 253 ხელმომწერი ყავს.

banner
წინა სტატიაშიპეტრე პოროშენკო გადასახადების დამალვის გამო დაკითხვაზეა
შემდეგი სტატიაბელგიის ზოოპარკში პანდამ ტყუპები დაბადა (ფოტო)