ესტონეთის პრემიერი – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელება, ყოველთვის ვუჭერთ მხარს ახალ წევრებს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის განცხადებით, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, მიესალმებიან ყველა ახალ წევრს, თუ ისინი გაივლიან გაწევრიანების პროცესს.

„ახლა ჩვენ მივესალმებით სამმხრივ შეთანხმებას, რომელიც შვედეთმა და ფინეთმა გააკეთეს. ეს პირველი ნაბიჯია პროცესში. ასე რომ, ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს ახალ წევრებს. ეს ისტორიული სამიტია. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სამიტი იტყვის – რუსეთი არის ყველაზე დიდი და გარდაუვალი საფრთხე ევროპული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საკუთარი თავდაცვა. ჩვენ ყველა გავზრდით ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ფლანგის დაცვას“, – განაცხადა კაია კალასმა ნატო-ს მადრიდის დღევანდელი სამიტის დაწყებამდე.

banner
წინა სტატიაშიჰუმანიტარული საკითხები ჩვენი მთავარი საზრუნავია და მათ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს – კალიურანდი მიხეილ სააკაშვილზე
შემდეგი სტატიახვიჩია – „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებდი, პარტიიდან ყველა წავიდეს, სიმართლე ილაპარაკონ და შემდეგ ისევ „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდნენ