ჰუმანიტარული საკითხები ჩვენი მთავარი საზრუნავია და მათ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს – კალიურანდი მიხეილ სააკაშვილზე

ჰუმანიტარული საკითხები ჩვენი მთავარი საზრუნავია და მათ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს – ნათქვამია ევროპარლამენტარ მარია კალიურანდის წერილში, რომელსაც ის ნიკა გვარამიას უგზავნის. წერილის ნაწილში საუბარია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე:

“…რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბ-ნი მიხეილ სააკაშვილის ბედს, რომელიც თქვენ ასევე ახსენეთ თქვენს წერილში, ასევე მტკიცედ მჯერა, რომ მისი, როგორც პატიმრის ძირითადი უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება და სათანადო სამედიცინო მკურნალობა, დაცული უნდა იყოს ყოველთვის. ჰუმანიტარული საკითხები ჩვენი მთავარი საზრუნავია და მათ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ევროპარლამენტის კომპეტენტური ორგანოები (უპირველეს ყოვლისა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტი და სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაცია) ძალიან ყურადღებით აკვირდებიან თქვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას.” ნათქვამია ნიკა გვარამიასთვის გამოგზავნილ წერილში.

banner
წინა სტატიაშიუფრო მეტად ვაფასებ თქვენს ინიციატივას, როდესაც ვიცი, თუ რა შემაძრწუნებელია სიტუაცია, რომელშიც ახლა ხართ – ევროპარლამენტარის წერილი ნიკა გვარამიას
შემდეგი სტატიაესტონეთის პრემიერი – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელება, ყოველთვის ვუჭერთ მხარს ახალ წევრებს