ხვიჩია – „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებდი, პარტიიდან ყველა წავიდეს, სიმართლე ილაპარაკონ და შემდეგ ისევ „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდნენ

„ქართული ოცნებიდან“ წასვლის ისეთი არგუმენტი ითქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებდი, პარტიიდან ყველა წავიდეს, სიმართლე ილაპარაკონ და შემდეგ ისევ „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდნენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩია გამოეხმუარა სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ პარტია „ქართული ოცნების დატოვებას.

„ეს სამი დეპუტატი რაიმეს რომ იტყვის, „ქართული ოცნების“ ნათქვამი არ იქნება? – მგონი, პარტიის შიგნით ისეთი გარემოა შექმნილი, რომ სიმართლის ლაპარაკი არ არის მიზანშეწონილი, ხალხი გარეთ გადის, სიმართლეს ამბობენ და ბრუნდებიან. ალბათ, ეს ადამიანები არაფორმალურ მმართველობაზე დაიწყებენ საჯაროდ საუბარს. ველოდები, რომ ეს სამეული მთელ დასავლეთს ფარდას ახდის და ქართველ ხალხს აჩვენებენ, რა ბოროტება იმალება ფარდის უკან. ხუნდაძეს, სუბარს და ყაველაშვილს მოვუსმინოთ და მეტს გავიგებთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიესტონეთის პრემიერი – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელება, ყოველთვის ვუჭერთ მხარს ახალ წევრებს
შემდეგი სტატიადეგნანი – მომავალი 6 თვე იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, დროის ფუჭად დაკარგვის დრო არ არის