უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადება გაავრცელა

კიევი პატივისცემას გამოხატავს ლონდონის უმაღლესი სასამართლოს მიმართ მოსკოვთან ვალზე დავის შესახებ გამოტანილი განაჩენის გამო – წერია განცხადებაში, რომელიც უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა. “ინგლისურმა სასამართლომ მხარი არ დაუჭირა ე.წ. რუსული ვალი საქმეში უკრაინას, მაგრამ ჩვენ ალეპაციის უფლება მოგვცა. უკრაინა პატივისცემით არის განწყობილი ამ გადაწყვეტილებისადმი, რომელიც რთულ და გაურკვეველ სამართლებრივ ველზე იქნა მიღებული” – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ დღეს განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთს კრედიტი სამი მილიარდი უნდა გადაუხადოს, რომელიც პრეზიდენტ იანუკოვიჩის დროს იყო აღებული. მოსამართლე უილიამ ბლერმა ჩათვალა, რომ უკრაინის არგუმენტები, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ თავდაპირველად რუსეთმა კიევზე პოლიტიკური ზეწოლა განახორციელა, შემდეგ ყირიმის ანექსია მოახდინა და ქვეყნის აღმოსავლეთით ომს შეუწყო ხელი, საერთაშორისო სამართალის სფეროა, რომელიც მოსამართლის კომპეტენციაში არ შედის.
უკრაინას აპელაციის უფლება აქვს, რომლითაც, ის სავარაუდოდ, ისარგებლებს.
უკრაინა ვალის გადახდაზე უარს ამბობს და მას არ აღიარებს.

banner
წინა სტატიაშიესტონეთი რუს ჰაკერებს კიბერშეტევაში სდებს ბრალს
შემდეგი სტატიამედია “ისლამური სახელმწიფოს” ფინანსთა მინსტრის ლიკვიდაციაზე წერს