ესპანეთში პოლონელი მილიონერი დააკავეს, რომელიც რესტორნებში არალეგალურად უსმენდა ხალხს

ბიზნესმენი მარეკ ფალენტა, რომელიც პოლონეთში ყველაზე ძებნილ პირად ითვლებოდა, პარასკევს, 5 აპრილს, ესპანეთის ქალაქ კულერში დააპატიმრეს, რომელიც ვალენსიის პროვინციაში მდებარეობს. მას ვარშავაში ორი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი არალეგალური მოსმენებისთვის და საკუთარი კლიენტების საუბრების ჩაწერისთვის ვარშავის ძვირადღირებულ რესტორნებში. მას ორი მიმტანი ყავდა თანამოაზრედ.

“მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების პირადი დიალოგები 2014 წელს პოლონური ყოველკვირეულის გვერდზე მოხვდა, პოლონეთის მთავრობაში, რომელსაც მაშინ დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობდა, სერიოზული პოლიტიკური კრიზისი დაიწყო.

ესპანეთის პოლიციას დაკავებულის სახელი და გვარი არ გაუვრცელებია, მხოლოდ მიუთითა, რომ ის “პოლონეთში ყველაზე ძებნილი პირია” – წერს დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშიისრაელი იორდანიის დასავლეთ სანაპიროს ანექსირებას აპირებს
შემდეგი სტატიატიროდა, გაშავებული იყო ბავშვი, შიში ჰქონდა – სოფელ ზედა ეწერის საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი მასწავლებელს შვილის ცემაში ადანაშაულებს