ისრაელი იორდანიის დასავლეთ სანაპიროს ანექსირებას აპირებს

გოლანის მაღლობებისა და აღმოსავლეთ იერუსალიმისგან განსხვავებით, რომელიც ისრაელმა ექვსდღიანი ომის შედეგად მიითვისა, შემდეგ კი მისი ანექსირება მოახდინა, მისი სუვერენიტეტი დასავლეთ სანაპიროს ებრაულ მოსახლეობაზე არ ვრცელდება – წერს “დოიჩე ველე”.

ისარელის პრემიერ-მინსიტრმა ბინიამინ ნეთანიახუმ ისრაელის ტელევიზიით 6 აპრილს გამოსვლისას განაცხადა, რომ არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში ის ებრაული დასახლების ანექსირებას მოახდენს, სადაც 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს. “გადავალთ კი მომდევნო ეტაპზე? პასუხია – კი. ვაპირებ სუვერენიტეტი გამოვიყენო” – ნეთანიახუს ისრაელის ტელევიზის მე-12 არხი ციტირებს.

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიტერეზა მეის გნცხადებით “ბრექსიტი”, შესაძლებელია, ვერ შედგეს
შემდეგი სტატიაესპანეთში პოლონელი მილიონერი დააკავეს, რომელიც რესტორნებში არალეგალურად უსმენდა ხალხს