“ესენი არ იტყვიან, რომ სახელმწიფოს შეცდომა მოუვიდა”- პანკისის სპეცოპერაციიდან ერთი წელი გავიდა

პანკისში ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაციიდან დღეს ერთი წელი შესრულდა – 2018 წლის 26 დეკემბერს საკუთარ სახლში შუბლის არეში სასიკვდილოდ დაჭრეს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი – ის 2 კვირაში გარდაიცვალა. სიმართლის დასადგენად და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით მალხაზ მაჩალიკაშვილმა არაერთი აქცია გამართა, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

“ამ ხელისუფლებისგან არა ყოფილა, არც გამოძიება მიმდინარეობდა. ესენი უბრალოდ ხალხს ატყუებდნენ რომ გამოძიება მიდის. ყოველთვის ვამბობდი, რომ ესენი არ იტყვიან რომ ჩვენ შეცდომა მოგვივიდა, ან სახელმწიფოს შეცდომა მოუვიდა,”-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მიმდინარე გამოძიების შედეგებს დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და EMC ბრიფინგზე შეაჯამებენ – ისინი პარლამენტისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.

“მიმდინარე გამოძიება აშკარად ფორმალურ ხასიათს ატარებს,”- აცხადებს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.

banner
წინა სტატიაშიმდუმარე აქციით შევახსენთ ხელისუფლებას, რომ ამ საქმეზე ნაბიჯები უნდა გადადგან – ზაზა სარალიძე მაჩალიკაშვილის საქმეზე
შემდეგი სტატია“არ ვთვლით, რომ ეს არის ნორმალური პოლიტიკური ვითარება” – ენმ პარლამენტის 3 რიგგარშე სხდომას ბოიკოტს უცხადებს