მდუმარე აქციით შევახსენთ ხელისუფლებას, რომ ამ საქმეზე ნაბიჯები უნდა გადადგან – ზაზა სარალიძე მაჩალიკაშვილის საქმეზე

თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით შვილმოკლული მამები მდუმარე აქციას გამართავენ.

როგორც ზაზა სარალიძე აცხადებს, მდუმარე აქციით, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადადგან.

“მოვაწყობთ მდუმარე აქციას, რათა პატივი მივაგოთ გარდაცვლილის სულს და შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ ამ საქმეზე რაღც ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადადგან, არც გამოძიება არის დაწყებული, ელემენტარული დაზარალებულადაც არ არის ცნობილი მალხაზ მაჩალიკაშვილი, რაც ძალიან ცუდია და ერთი წელი გავიდა უკვე და არანაირი რეაგირება არ აქვს ძალოვან უწყებებს და ხელისუფლებას” – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ქვემო ქართლში ნახევარი კილოგრამი ჰეროინი ამოიღო
შემდეგი სტატია“ესენი არ იტყვიან, რომ სახელმწიფოს შეცდომა მოუვიდა”- პანკისის სპეცოპერაციიდან ერთი წელი გავიდა